სასწავლო პროექტი



 პროექტის სახელწოდება  -,,ელექტროენერგია ცხოვრების ენერგიაა''



პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეებმა უნდა აღწერონ ელექტროენერგიის მნიშვნელობა, მისი მიღება და გამოყენება ცხოვრებაში. ასევე შეისწავლიან, თუ როგორ დაზოგონ ელექტრო ენერგია.



პროექტის აქტუალობა  - მიმოხილვა ელექტროენერგიის მნიშვნელობისა და იმ ხელსაწყოების ჩამოთვლა, რომელსაც ვიყენებთ ცხოვრებაში. ვსვავ კითხვას - როგორი იქნებოდა სამყარო ელექტროენერგია რომ არ აღმოეჩინათ?



პროექტის მიზნები - მოსწავლეებმა ჩამოაყალიბონ ელექტრული უმარტივესი გენერატორიდან ატომურ ელექტროსადგურამდე. ელექტრული დენის მახასიათებელი ძირითადი სიდიდეები, და ხელსაწყოსთან უსაფრთხოების წესები.



მოსწავლეთა ასაკი -14-15 წელი

ვადები/ხანგრძლივობა  - 14 დღე. 

მოსალოდნელი შედეგი  - მოსწავლეები ადგენენ უმარტივეს წრედს, რომლის საშუალებითაც მოახდენენ ნათურის ანთებას, ზარის ამუშავებას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - სახემძღვანელო, რვეული, დენის წყარო, შემაერთებელი სადენები, ამპერმეტრი, ვოლტმეტრი, ნათურა, ზარი, ჩამრთველი, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა  -
აქტივობა 1 _ თემის არჩევა.
აქტივობა 2 _ გეგმის ჩამოყალიბება.
აქტივობა 3 _ მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად.

აქტივობა 4 _ კომპიუტერის საშუალებით ინფორმაციის მოძიება.
აქტივობა 5 _ ჯგუფების მომზადება ექსპერიმენტული სამუშაოსთვის.
აქტივობა 6 _ პრეზენტაციის ჩატარება თითოეული ჯგუფის მიერ.

აქტივობა 7 _ მოსაზრებებისა და დასკვნის გამოტანა.

კავშირი ერონულ სასწავლო გეგმასთან _ საგნები - ფიზიკა, მათემატიკა.
 
ფიზ.გაძ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია ენერგიის ფორმებისა და წყაროების შესახებ მსჯელობ.
      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • განასხვავებს ენერგიის ფორმებს – მექანიკური, სინათლის, სითბური, ელექტრული  ენერგიების სახით და მოჰყავს მათი გამოყენების მაგალითები;
  • განარჩევს და აღწერს სინათლის და სითბოს ბუნებრივ და ხელოვნურ  წყაროებს, მსჯელობს მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ;
  • მოჰყავს ენერგიის ერთი ფორმიდან მეორეში გარდაქმნის მაგალითები (მაგ., ჰიდროელექტროსადგური: წყლის მექანიკური ენერგია-ელექტრული ენერგია-სინათლის (ნათურა), მექანიკური (ძრავა) ან სითბური ენერგია (ელექტრო გამათბობელი);
  • სახავს ენერგიის დაზოგვის შესაძლო გზებს, მსჯელობს მის აუცილებლობაზე და მოჰყავს მაგალითები;
 
მათ. VIII.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება და მათი წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.


პროექტის ხელმძღვანელი  _ ზაირა გურაშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: zairagurashvili@gmail.com

No comments:

Post a Comment