პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეებმა უნდა აღწერონ ელექტროენერგიის
მნიშვნელობა, მისი მიღება და გამოყენება ცხოვრებაში. ასევე შეისწავლიან, თუ როგორ დაზოგონ ელექტრო ენერგია.
პროექტის აქტუალობა - მიმოხილვა ელექტროენერგიის მნიშვნელობისა და იმ
ხელსაწყოების ჩამოთვლა, რომელსაც ვიყენებთ ცხოვრებაში. ვსვავ კითხვას - როგორი იქნებოდა
სამყარო ელექტროენერგია რომ არ აღმოეჩინათ?
პროექტის მიზნები - მოსწავლეებმა ჩამოაყალიბონ ელექტრული
უმარტივესი გენერატორიდან ატომურ ელექტროსადგურამდე. ელექტრული დენის მახასიათებელი ძირითადი სიდიდეები, და
ხელსაწყოსთან უსაფრთხოების წესები.
მოსწავლეთა ასაკი -14-15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა - 14 დღე.
მოსალოდნელი შედეგი - მოსწავლეები ადგენენ უმარტივეს წრედს, რომლის საშუალებითაც
მოახდენენ ნათურის ანთებას, ზარის ამუშავებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - სახემძღვანელო,
რვეული, დენის წყარო, შემაერთებელი სადენები, ამპერმეტრი, ვოლტმეტრი, ნათურა, ზარი, ჩამრთველი, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა -
აქტივობა 1 _ თემის არჩევა.
აქტივობა 2 _ გეგმის ჩამოყალიბება.
აქტივობა 4 _ კომპიუტერის საშუალებით ინფორმაციის მოძიება.
აქტივობა 5 _ ჯგუფების მომზადება ექსპერიმენტული სამუშაოსთვის.
აქტივობა 7 _ მოსაზრებებისა და დასკვნის გამოტანა.
კავშირი ერონულ სასწავლო გეგმასთან _ საგნები - ფიზიკა, მათემატიკა.
ფიზ.გაძ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია ენერგიის ფორმებისა და წყაროების შესახებ მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
- განასხვავებს ენერგიის ფორმებს – მექანიკური, სინათლის, სითბური, ელექტრული ენერგიების სახით და მოჰყავს მათი გამოყენების მაგალითები;
- განარჩევს და აღწერს სინათლის და სითბოს ბუნებრივ და ხელოვნურ წყაროებს, მსჯელობს მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ;
- მოჰყავს ენერგიის ერთი ფორმიდან მეორეში გარდაქმნის მაგალითები (მაგ., ჰიდროელექტროსადგური: წყლის მექანიკური ენერგია-ელექტრული ენერგია-სინათლის (ნათურა), მექანიკური (ძრავა) ან სითბური ენერგია (ელექტრო გამათბობელი);
- სახავს ენერგიის დაზოგვის შესაძლო გზებს, მსჯელობს მის აუცილებლობაზე და მოჰყავს მაგალითები;
მათ. VIII.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება და მათი წარმოდგენა დასმული
ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
პროექტის ხელმძღვანელი _ ზაირა გურაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: zairagurashvili@gmail.com